logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნება“ გიორგი გეგეჭკორის დაკითხვას მოითხოვს
„ქართული ოცნება“ გიორგი გეგეჭკორის დაკითხვას მოითხოვს
17:44 20.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის გიორგი გეგეჭკორის დაკითხვასა და სისხლის  სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
ამის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ არ საჭიროებს რაიმე ჩანაწერებს და მით უმეტეს, მათი მოპოვების ორგანიზებაში მონაწილეობას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოალიციისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, თუ რა განწყობა სუფევს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიციაში, რადგან კოალიციაში მხარდამჭერების და მოხალისეების მხრიდან, მსგავსი ტიპის უამრავი ინფორმაცია ყოველდღიურად შედის, რაც მათივე თქმით, ნათელ სურათს ქმნის საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ხელისუფლებას კურტანიძე-ჭელიძის საქმე თავად სჭირდება ჩვენი კოალიციისთვის ჩრდილის მისაყენებელად, მაგრამ ამგვარი მეთოდები უკვე აღარ ჭრის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პატიმარ ადამიანს იყენებს იარაღად ამ ბინძურ საქმეში“- აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნავენ, რომ შეშფოთებას იწვევს პოლიციელი ლაშა კურტანიძის ბედი, რომელიც შესაძლოა, თავად იყოს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი.
„როგორც მისი მეუღლის მიერ ერთ-ერთ ტელევიზიაში მიტანილი წერილიდან იკვეთება, ლაშა კურტანიძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის - გიორგი გეგეჭკორის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა წამებისა და ფიზიკური განადგურების მუქარის ფაქტს, რის შემდეგაც, ლაშა კურტანიძე იძულებული გახდა, ჯერ მიეცა ცრუ ჩვენება, ხოლო შემდეგ მიმალულიყო“- ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ ლაშა კურტანიძე და მისი ოჯახი სერიოზული საფრთხის ქვეშ დგანან და მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ საქმესთან შეხება არ აქვს, კოალიცია ლაშა კურტანიძის ოჯახს თანადგომას უცხადებს და კანონით დაშვებულ ყველა ზომას მიმართავს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მხარდაჭერის მიზნით. კოალიციაში აცხადებენ, რომ ლაშა კურტანიძის საქმე აჩვენებს, თუ როგორ ექცევა სააკაშვილის ხელისუფლება სამშობლოს სამსახურში მდგარ პოლიციელებს.
„ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს, როგორც ლაშა კურტანიძის ოჯახის, ასევე პატიმარ ზაზა ჭელიძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება, რომელთაც, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მიაცემინეს მათთვის საჭირო ე.წ. აღიარებითი ჩვენება. მოვითხოვთ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წერილში მოყვანილი წამებისა და მუქარის ფაქტზე, დაიკითხოს გიორგი გეგეჭკორი, დადგინდეს სიმართლე და დაისაჯონ დამნაშავეები“- აცხადებენ კოალიციაში.
პოლიციელ ლაშა კურტანიძის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ზაზა ჭელიძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჭელიძესთან შეთანხმებით ლაშა კურტანიძეს შსს-ს თანამშრომლები ფარულად უნდა გადაეღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარებითი ჩვენებების ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ჭელიძე საუბრობს, რომ მან ჩანაწერები თავის მეგობარს ირაკლი სესიაშვილს გადასცა და მისგან კურტანიძისთვის გადასაცემად კონვერტი მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა