იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსაბჭოს სპეციალურმა კომისიამ
საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებების გამო არ დაუჭირა მხარი.
„მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა „ნაციონალური მოძრაობა“, უფრო სწორად, მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები.
ეს არც არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. უბრალოდ, ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ჩასული იყო ცოტა ხნის წინ სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ ამ სიისთვის მხარი. ასევე წინააღმდეგ იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით იმუქრებოდა ვიშიმშილებო და მოუწოდებდა ევროპელებს, არ დაეჭირათ საქართველოსთვის მხარი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ევროსაბჭოს ოფიციალური გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისად იმოქმედებს.

















