საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში გაეროს
განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ის ინიციატივები განიხილეს , რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

















