„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის
პოლიტიკური ხედვები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მათ აბსოლუტური კონსენსუსი აქვთ იმაზე, თუ ვისთან ერთად უნდა განვითარდეს საქართველო.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა განუცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ და „სახალხო კრების“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.
„პოლიტიკური გემოვნება და ინტერესებიც ერთნაირი აქვთ. აბსოლუტური კონსენსუსი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა უნდათ საქართველოს მომავლისთვის და ვისთან ერთად უნდათ ქვეყნის მომვალის განვითარება“ – განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილს და ბურჯანაძეს უთანხმოება მოქმედების მეთოდებთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა, აბსოლუტურად თანხმდებიან პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ და „სახალხო კრება“ ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდებიან თუ არა, ეს მათი საქმეა.
მისი თქმით, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უფლება ბლოკები და კოალიციები შექმნან.

















