პარლამენტის უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ის თავის
პოლიტიკურ გუნდთან დარჩება.
როგორც გაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა მის პოლიტიკურ მომავალს და იქნება თუ არა ის ახალ პარლამენტში.
„ჩემს პოლიტიკურ მომავალს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ის, თუ რა გაკეთდება ხალხისთვის და როგორ გაუმჯობესდება მდგომაროება სხვადასხვა სფეროში. მე ვიქნები ჩემს პოლიტიკურ გუნდთან“ – განაცხადა გაბაშვილმა.

















