თბილისის მერი დავით ნარმანია პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს
საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს ს.
„ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გავააქტიუროთ კიდევ უფრო ურთიერთობა თბილისსა და პოლონურ ქალაქებს შორის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს.

















