logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე რიზეს გუბერნატორს შეხვდა
ზურაბ პატარაძე რიზეს გუბერნატორს შეხვდა
13:21 20.01.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რიზეს გუბერნატორს, ბატონ ერდოღან ბექთაშს, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას თურქეთის დელეგაციის წევრები და გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი დაესწრო. რეგიონის პირველმა პირმა რიზეს ვილაიეთის ახლადდანიშნულ გუბერნატორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ზურაბ პატარაძემ სტუმრებს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინა და მათი საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ საუბრისას ერდოღან ბექთაშს რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ამასთან, ზურაბ პატარაძემ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც უკვე არსებული თანამშრომლობის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობის კუთხით. თავის მხრივ, რიზეს გუბერნატორმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ რეგიონს შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამარტივების საკითხები.
უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ის ერთობლივი პროექტებიც, რომლებსაც აჭარის რეგიონის ხელისუფლება თურქეთის სახელმწიფოსთან, კერძოდ კი რიზეს გუბერნიასთან მეგობრობის და ხელშეწყობის ფარგლებში ახორციელებს.
,,ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ჩამოვიდა რიზეს გუბერნატორი. მასთან ერთად იყვნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და რიზეს უნივერსიტეტის რექტორი. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები ორ ქვეყანას შორის რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით. მათ შორის, დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ბიზნეს-ფორუმები, კონგრესები, სემინარები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, ინვესტიციების მოზიდვას, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის. ასევე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა ჩვენს უნივერსიტეტებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის. მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება მაღალმთიან აჭარაშიც“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუმრებთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და საერთაშორისო აეროპორტს დაათვალიერებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა