logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით „სახალხო კრება“ „ქართულ ოცნებასთან კონსულტაციებს დაიწყებს
მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით „სახალხო კრება“ „ქართულ ოცნებასთან კონსულტაციებს დაიწყებს
12:39 20.06.2012
„სახალხო კრება“ მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას განიხილავს.

აღნიშნულზე კრებამ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე იმსჯელა და მაჟორიტარებთან დაკავშირებით კოსულტაციების დაწყების უფლება ნონა გაფრინდაშვილს, გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს მიანიჭა.

როგორც კრება აცხადებს, იგი ყოველთვის ოპოზიციურ ძალთა ერთობლივი ბრძოლის მომხრე იყო.

„მივიჩნევთ, რომ კოორდინირებული მოქმედებები ოპოზიციურ ძალთა მხრიდან აუცილებელია არსებული რეჟიმის დასამარცხებლად. მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლო შეთანხმება კი, ამ კოორდინირებული ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტია“ - ნათქვამია კრების განცხადებაში.

ამასთან, კრებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეალურ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები და კოორდინირებული მოქმედება არ გულისხმობს აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას.


„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა ცოტა ხნის წინ კრებაში შემავალ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა კონსულტაციები დაიწყონ წინასაარჩევნო პოლიტიკური ერთობის შესაქმნელად იმისთვის, რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის წარდგენილი იყოს ყველა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალა და არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.

„სახალხო კრებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები „დემოკრატიულ მოძრაობას“, მოძრაობა „თეთრებსა“ და „თავისუფალ საქართველოს“ შორის აქტიურად მიმდინარეობს. ასევე აღინიშნა, რომ ისინი აწარმოებენ ინტენსიურ, მუდმივ შეხვედრებს საკუთარი რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ადგილებზე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და მთელი ქვეყნის მაშტაბით წინასაარჩევნო მდგომარეობის დინამიკასთან დაკავშირებით ზუსტი ანალიზი გაკეთდეს.

რაც შეეხება ივანიშვილის შეთავაზებას, კოალიციის ლიდერმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ "სახალხო კრების" წევრებისადმი მას აქვს სურვილი და შეთავაზება. აღნიშნული წინადადების თანახმად, თუ ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი რეგიონებში კოალიციასთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატებს მოხსნის და მათ დაუჭრს მხარს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა