საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წუხელ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი - 112 დაათვალიერა.
მართვის ცენტრის მუშაობის დეტალები სააკაშვილს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გააცნო.
პრეზიდენტი ადგილზე დასაქმებულთა მოვალეობებით, სამუშაო გრაფიკითა და პირობებით დაინტერესდა.
„ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ ძალიან ეფექტურად და არ შეიძლება ამან არ აღგაფრთოვანოს. მაგალითად, ჰილარი კლინტონმა აქ ხომ ძალიან გვაქო, ახლა ისრაელშია, იქ ლექციებს კითხულობს, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ბათუმის შთაბეჭდილებებიდან და ისევ იუსტუიციის სახლზე საუბრობს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა იმ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ საგანგებო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურებში განხორციელდა.

















