ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატის კარლო კოპალიანის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას სიმართლის ეშინია და პოლიტიკურ დებატებში
ოპოზიციურ ფრაქციას დამატებით დროს არ აძლევს.
აღნიშნული განცხადება ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებს რეგლამენტით დადგენილი 15 წუთიანი გამოსვლა შეუძლიათ.
" თუ ხელისუფლებაში ასეთი მაგრები არიან, ჩვენი ფრაქციის წევრების 15 წუთიანი გამოსვლის რატომ ეშინიათ? ხელს გიშლიან და გვებრძვიან რომ სიმართლე არ ვთქვათ, მაგრამ 15 წუთში პრეზიდენტს პირში მაინც ვეტყვით სიმართლეს" – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა მომავალ კვირას იგეგმება. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ 2 საათიანი შესვენება ცხადდება, რის შემდეგაც საპარლამენტო უმცირესობის, უმრავლესობის და ფრაქციების წარმომადგენლები გამოვლენ.

















