კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ხვალ მარეგულირებელ კომისიასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა.
ზურაბიანის განცხადებით, მარეგულირებელ კომისიასთან აქციის მონაწილეები სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობის აკრძალვას გააპროტესტებენ.
მისივე თქმით, აღნიშნული კამპანიით აქციის მონაწილეები მხარს სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ მედიას დაუჭერენ, რაც, მათ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიაჩნიათ.

















