"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი თინათინ ხიდაშელი დღეს ზღვის უბნის მოსახლეობის მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა, რომელიც მათ ბინების
საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით გამართეს.
ხიდაშელის თქმით, მოსახლეობას 90-იან წლებში ზღვის უბნის დასახლებაში აშენებული უწყებრივი ბინების კუთვნილების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს რითაც დასტურდება, რომ ეს ბინები მათი ფინანსური დანაზოგით აშენდა. მიუხედავად ამისა ისინი წლების განმავლობაში იბრძვიან, სახელმწიფო კი საკუთრების მოწმობას ამ დრომდე არ აძლევს.
"მათ სრულიად გამოსახლების ლეგიტიმური შიში გაუჩნდათ, რადგან ეს კორპუსები დგას იმ ტერიტორიაზე, სადაც ოლიმპიური სოფელი უნდა აშენდეს" - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, 2009 წელს მოსახლეობამ გლდანი-ნაძალადევის მაშინდელი გამგებლისგან, ნიკოლოზ ხაჩირიშვილისგან დაპირება მიიღო, რომ ბინებს საკუთრებაში წლის ბოლომდე გადასცემდნენ, თუმცა აქამდე ეს არ მომხდარა.
თინა ხიდაშელი აპირებს ნიკოლოზ ხაჩირიშვილს, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატია, პირობის შესრულების მოთხოვნით მიმართოს.

















