პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. მიზეზი ამ
შემთხვევაში, პარტიის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებაა, რომელიც მან პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეებს გაუგზავნა. მისი თქმით, პარტიის ყრილობის საორგანიზაციო პროცესი დარღვევით მიმდინარეობს და ის შესაბამისად, ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.კომისიის ერთ-ერთი წევრი ნინო კალანდაძე აღნიშნულს, ყრილობის ჩაშლის მცდელობად აფასებს.
„სამწუხაროდ, არა მხოლოდ კომისია, არამედ რეგიონული ორგანიზაციები, პარტიის თავმჯდომარეები-ვინც ამ წერილის ადრესატები არიან, პირველ რიგში, ისინი აღიქვამენ ამას, როგორც ყრილობის ეფექტურად ჩატარების და ხელშეშილის მცდელობად. აშკარაა, რომ ასეთი დაპირისპირება საბოტაჟის სახეს იღებს. თუ წინსწრებით ყრილობას უკვე არალეგიტიმურად აცხადებ და მიზეზებს ეძებ რა სარჩული გამოუძებნო, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ყრილობის შედეგის ეშინიათ“-განაცხადა კალანდაძემ.

















