საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის ოპოზიციონერობას თამაშობს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატმა” გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად იცვლება ხელისუფლების თამაშის წესები და თავისებურებები.
„ათწლიანი შეუზღუდავი, აბსოლუტურად უკონტროლო ხელისუფლების პირობებში, პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი თავის ოპოზიციონერობის თამაშობს, დადის და მოსახლეობას ეუბნება, რომ ფოთში ჩავარდა ინდუსტრიული ზონა, თითქოს, ეს მთავრობა თარგამაძისაა და მისი არა“ – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, სააკაშვილი ტუქსავს პირდაპირ ეთერში კომერციულ ბანკებს და მათი მსუნაგობისა და გაუმაძღრობის შედეგად წარმოაჩენს იმას, რომ მოსახლეობა კრედიტების გამო ბინებს ყიდის.
„ეს გააკეთა სააკაშვილმა და მისმა უმრავლესობამ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა პოპულისტურ დაპირებებში დაადანაშაულა „ქრისტიან–დემოკარტები“, თუმცა, როგორ თარგამაძემ განაცხადა, პოპულიზმის ნიმუში ქალაქ ლაზიკას პროექტია.

















