„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი და დეპუტატი გია თორთლაძე მიიჩნევს, რომ ევერესტზე მის ასვლას სპორტულზე მეტად, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ამის შესახებ თორთლაძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მან მსოფლიოს ევერესტიდან აუწყა, რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია.
„ეს არ იყო ჩემი პირველი ექსპედიცია, რომელიც კავშირში იყო საქართველოს დეოკუპაციასთან. დროშას, რომელიც მე სხვადასხვა მწვერველებზე დამაქვს, აწერია - საქართველო ოკუპანტების გარეშე. უამრავ მწვერვალზე ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ევერესტია, საიდანაც მე ვაუწყე ყველას, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ - განაცხადა თორთლაძემ.
იგი აღნიშნავს, რომ ევერესტის ექსპედიცია მან ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნა.
დღესვე, თორთლაძემ ყველა მოქალაქეს მოუწოდა, რომ შეძლებისდაგვარად, ყველგან დააფიქსირონ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.

















