თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ოპტიმიზაცია დედაქალაქის მერიაში
პრაქტიკულად დასრულებულია.
როგორც ნარმანია განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები თანაშრომელთა მხოლოდ მცირე ნაწილის შემცრებით მოხდა და ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯები დაიზოგა.
„თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება შედარებით მცირე რაოდენობით ხდება თბილისის მერიაში, თუმცა ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნი ოდენობით დაიზოგა. ბიუჯეტი რაც დამტკიცდა, 10%-ით შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, კიდევ უფრო მეტით. ასე რომმ ჩვენ ეს საკითხი შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად დავასრულეთ,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

















