საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა პაატა დავითაიამ დღეს პარალამენტის ტრიბუნიდან აფხაზეთის ოკეპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, სეპარატისტული ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, კვლავაც გააგრძელონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მკურნალობა.
„ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა – გადაადგილებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების უფლების შეზღუდვა“ – განაცახადა დავითაიამ.
მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ მიაწოდოს ინფორმაცია დიპკორპუსს და პარტნიორ სახელმწიფოებს არსებული მდგომარეობის შესახებ.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება აშშ–ს სახელწმიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას, იმის შესახებ რომ აშშ–ს სელჩოები მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემულ ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებს.
„მოვუწოდებ ოკუპირებულ ტერიტირიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ნუ შეშინდებიან, ჩამოვიდნენ და ყველაფერი გაკეთდება მათ დასახმარებლად. ეს არის ღია ფანჯარა და ის გადის საქართველოზე. ეს ფანჯარა იქნება ყოველთვის ღია მათთვის, ვისაც თვითმყოფადობის გადარჩენა სურს“ – განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით, ყველა ვინც სამკურნალოდ ჩამოდის, ნეიტრალურ პასპორტებს იღებენ.
აფხაზეთის დე–ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბამ განაცხადა, რომ „პაციენტები აღარ გაემგზავრებიან სამკურნალოდ საქართველოში“.
საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, ძირითადად, თბილისსა და ქუთაისში აფხაზეთიდან ჩამოსულ მოსახლეობას უფასოდ უტარდება გადაუდებელი რთული ქირურგიული ოპერაციები.

















