logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებას „თავისუფალი დემოკრატების“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის დევნისგან თავშეკავებას ურჩევს
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებას „თავისუფალი დემოკრატების“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის დევნისგან თავშეკავებას ურჩევს
13:54 19.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას „თავისუფალი დემოკრატების“ ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ზურაბ გამეზარდაშვილისა  და მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური დევნისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ამის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 17 ივნისს, ტელეკომპანია „მაესტრო“-ს არხზე გავიდა სტუდია GNS-ისა და ნანა ლეჟავას „კვირის რეპორტაჟი“ ზვიად ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით.
კოალიციის განმარტებით, სიუჟეტის თანახმად, ზვიად ხვედელიძე შსს-ს კუდ-ის მიერ იძულებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის - „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში იქნა შეგზავნილი. ხვედელიძის ერთ-ერთი მისია „თავისუფალი დემოკრატების“ ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ზურაბ გამეზარდაშვილის დაკავება უნდა ყოფილიყო, თუმცა, თანამშრომლობაზე დათანხმების შემდეგ, ხვედელიძემ მომხდარის შესახებ ზურაბ გამეზარდაშვილს აცნობა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა და საქართველო დატოვა.
„18 ივნისს, სარწმუნო წყარომ კოალიციას აცნობა, რომ მოცემული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, კუდ-ის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსი - ზურაბ ლალიაშვილი და კუდ-ის ლაგოდეხის ჯგუფის უფროსი - თამაზ ჯავახიშვილი თავისთან დაიბარა და უშვერი სიტყვებით შეამკო იმის გამო, რომ ზურაბ გამეზარდაშვილმა კუდ-ის აგენტი ქალბატონის „გაშიფვრა“ შეძლო და ასევე, სააშკარაოზე გამოიტანა ინფორმაცია ზვიად ხვედელიძის კუდ-თან თანამშრომლობაზე იძულების შესახებ“ - აცხადებენ კოალიციაში და აღნიშნავენ, რომ როგორც აღმოჩნდა, კახეთის კუდ-ის ამ შეცდომების შესახებ დათა ახალაიამ ნანა ლეჟავას სიუჟეტიდან შეიტყო. იმავე წყაროს თანახმად, დათა ახალაიამ პირდაპირ დაავალა ზურაბ ლალიაშვილსა და თამაზ ჯავახიშვილს ზურაბ გამეზარდაშვილის დაკავება იარაღის ჩადების ან სხვა გზით და, საჭიროების შემთხვევაში, ზურაბის შვილის - 22 წლის ნიკოლოზ გამეზარდაშვილის დაკავებაც მოითხოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, დღესვე, კუდ-ის ხელმძღვანელის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შესახებ მიღებული ინფორმაცია კოალიციამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნა და მისგან, პრევენციის მიზნით, რეაგირება მოითხოვა. იგივე ინფორმაცია მიეწოდათ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა