logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
17:25 20.12.2016
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა. ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დროულად შემოღებისთვის ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ევროპარლამენტის განსაკუთრებით პოზიტიური როლი და იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის საკანონმდებლო პროცედურები ევროკავშირში უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ძალაში სრულად შევიდა ასოცირების შეთანხმება. ხაზი გაესვა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიზნით, საპარლამენტო განზომილების, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობისა და დიალოგის შემდგომი ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოების ხელშეწყობის მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა