მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სამუშაო პროცესში ჩაერთვება.
ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა სერგო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი კომისიის მუშა პროცესში ჩართვა რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყდა. ჯავახაძის განმარტებით, ამომრჩეველთა სიების საკითხი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლებასაც უკვე ამ სიების გასწორების პოლიტიკური ნება აქვს. ასევე "სამართლიანი საქართველო" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით კარდაკარის პრინციპით ამომრჩევლების აღწერა ჩაატარა - აღნიშნა ჯავახაძემ.
"მიუხედავად იმისა, რომ ნოღაიდელმა გადააგდო და ხელფასი არ მისცა თანამშრომლებს, ჩვენ რეგისტრატორების მაინც კარგად დატრენინგებული ბაზა გვაქვს" - აღნიშნა მან "ნიუსპრესთან" საუბრისას.
სერგო ჯავახაძე მოძრაობის რესურსებს სიების დაზუსტების კომისიას უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. მისი თქმით, კომისიის წევრებთან მას შეხვედები უკვე ჰქონდა.

















