საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის ხელმძღვანელობით, 21 ივნისს ვატიკანში გაემგზავრება.
როგორც დღეს მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, 21-23 ივნისს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

















