საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას ზღვისპირა ქალაქ ლაზიკას აშენების შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა
ბიძინა ივანიშვილმა ახირება და აკვიატებული აზრი უწოდა.
„ახირება და აკვიატება შეიძლება უწოდო ლაზიკას პროექტს. აჩემებული აქვს ლაზიკა ხან ტანკი და ხან ქალაქი. კაცმა არ იცის რა თანხებით აშენებს ქალაქს ან ჭაობზე აშენებული ქალაქი, როგორ შეიძლება ვინმესთვის იყოს საიმედო“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი მოსახლეობას ატყუებს, როდესაც ეუბნება, რომ ქვეყანაში სატანკო წარმოებაა .
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, სააკაშვილი ამ ტყუილებით შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ ხალხს, მათ ინტელექტს და აზროვნებას.

















