პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია 1 ივლისს მცხეთა-მთიანეთში გაიმართება.
კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ოზურგეთში აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას გამარჯვებისთვის მზადებისკენ მოუწოდა.
ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე გურულების განსაკუთრებულ ნიჭზე გაამახვილა ყურადღება და სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაზე, რეგიონის წინსვლის გეგმებზე და სხვა პრიორიტეტებზე ისაუბრა.
დღესვე, მან გურიის რეგიონიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
კოალიციის მრავალათასიანი აქცია ოზურგეთის ცენტრში უკვე დასრულდა. კოალიციის წარმომადგენლებისა და ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციაზე შეკრებილი მხარდამჭერებისთვის სამი სიმღერა რეპერმა ბერა ივანიშვილმა შეასრულა.

















