ოზურგეთში წუწუნავას სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერების შეკრება უკვე დაიწყო.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებამდე ერთი საათი დარჩა, ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა და ბევრი კიდევ გზაშია.
კალაძის განცხადებით, იგი უკვე ერთი კვირაა გურიის რეგიონში იმყოფება და მოსამზადებელი სამუშაოების დროს ხალხთან შეხვედრები ჰქონდა.
მისი თქმით, როგორც სხვა რეგიონებში, გურიაშიც ხალხის ძირითადი პრობლემა დასაქმება, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა და სხვა სოციალური საკითხებია.
კალაძის განცხადებით, საბოლოოდ ერთსულოვნებითა და ერთად დგომით საქართველო „ქართული ოცნების“ ასრულებამდე აუცილებლად მივა.
აქცია ოზურგეთში 19:00 საათზე დაიწყება.

















