მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას კენჭი ხვალ, რიგგარეშე სხდომაზე ეყრება.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოხსენებები შესაბამის კომიტეტებსა და ფრაქციებთან უკვე წარადგინეს.
ცნობისთვის, მთავრობის დამტკიცებისთვის 76 ხმაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილ მმართველ გუნდს, სავარაუდოდ, ნდობის მოპოვების პრობლემა არ ექნება.

















