logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სერ ალან დუნკანი: საქართველო წარმოადგენს რეგიონული დემოკრატიის სანიმუშო მოდელს
სერ ალან დუნკანი: საქართველო წარმოადგენს რეგიონული დემოკრატიის სანიმუშო მოდელს
09:56 25.11.2016
საქართველო არის სანიმუშო მაგალითი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით - ამის შესახებ ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკამნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
მისი თქმით დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ღირსეულ საერთაშორისო პარტნიორს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ალან დუნკანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
" ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც აქტიურად ვგულშემატკივრობთ საქართველოს ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირთან და ნატო-სთან. მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით. ქვეყანა შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, რომელიც ყველა აქ არსებულ ინსტიტუტს გააძლიერებს და ეკონომიკურად უფრო სტაბილურს გახდის.

თქვენი მხარდაჭერა უსაფრთხოების გაძლიერებისადმი და თქვენს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი დადებითად ფასდება ყველა ნატო-ს წევრი ქვეყნის მიერ დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. თქვენ გააღრმავეთ ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანი რესურსით, რაც გეხმარებათ თქვენი მდგრადობისა და ალიანსის გაძლიერებაში" - განაცხადა ალან დუნკანმა.
სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერას.
"ვეწვევი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, რათა ჩემი თვალით ვნახო თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის ქმედებები ადგილობრივ მოსახლეობაზე. რამდენიმე ბრიტანელი მუშაობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელთაგან ყველა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერთიან გუნდში. ამგვარად ჩვენ ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება"- აღნიშნა მან.
სერ ალან დუნკანი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით სტუმრობს „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ალან დუნკანი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა