პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს ოზურგეთში აქციას გამართავს.
აქციის კოორდინატორის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.
ორგანიზატორები ოზურგეთის აქციაზე ხალხმრავლობას ელიან.
„ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი იმდენად დიდია, ვერანაირი დაბრკოლება მის გამართვას ხელს ვერ შეუშლის“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ჩიქოვანმა.
„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში 19:00 საათზეა დაგემილი. დღეს, სავარაუდოდ, გურიის რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატებიც დასახელდებიან.
კოალიციის მხარდამჭერების გამოსვლა დღეს ჟენევაშიც იგეგმება. „ქართულმა ოცნებამ“ აქციები თბილისსა და ქუთაისში უკვე გამართა.

















