მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ნ გუგული მაღრაძე საკანონმდებლო ორგანოში
ბრუნდება.
მის გარდა, ქართულ ოცნებას პარლამენტში კიდევ ორი ახალი დეპუტატი ეყოლება.
როგორც ცნობილია, დღეს პრემიერმა მინისტრთა ახალი შემადგენლობა დაასახელა, სადაც, „ოცნების“ პარტიული სიით გასული სამი დეპუტატია: ერთი თავად პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრად დასახელებული კახა კალაძე და ეკონომიკის მინისტრად დასახელებული გიორგი გახარია.
მათ ნაცვლად, პარტიული სიის მიხედვით პარლამენტში გუგული მაღრაძეს, გიორგი ხატიძეს და დავით მათიკაშვილს უწევთ შესვლა.

















