პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები 17 ივნისს ჟენევაში აქციას გამართავენ.
„ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის
თანახმად, აქცია სასტუმრო „პრეზიდენტ უილსონის“ წინ, სანაპიროზე, კვირას 14.00 საათზე დაიწყება.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციები უცხოეთის ქვეყნებიდან უკვე გაიმართა საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ხვალვე კოალიციის მხარდამჭერი აქცია, საქართველოში, ქალაქ ოზურგეთშიც გაიმართება.

















