საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოადგილეების ვინაობა ცნობილია.
კობახიძის პირველ მოადგილედ 120 ხმით თამარ ჩუგოშვილი იქნა არჩეული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიცე-სპიკერის პოსტს სერგო რატიანი დაიკავებს, რომელმაც პარლამენტის წევრთა 96 ხმა მიიღო, ხოლო „პატრიოტთა ალიანსიდან“ კობახიძის მოადგილე ირმა ინაშვილი იქნება, რომელსაც ხმა 106-მა დეპუტატმა მისცა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქვოტით ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე იქნება, მან 131 დეპუტატის ხმა მიიღო.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს საპარლამენტო უმრავლესობიდან, ამ თანამდებობებს ზვიად ძიძიგური და გია ვოლსკი დაიკავებენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში პარლამენტის რიგით მე-9 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა.

















