"ქრისტიან-დემოკრატების"ლიდერები გიორგი თარგამაძე და ზაზა გაბუნია აფრიკის დასახლებაში, ქინძმარაულის ქუჩაზე საყარაულო ჯიხურში მცხოვრებ პარკაიების
ოჯახს ესტუმრნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
პარკაიების ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი და სამი სულისგან შედგება.
"გუშინ პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა "ქრისტიან-დემოკრატებზე", ჩვენს დაპირებებზე და რაღაც გაუგებარ ათ მილიარდზე. ათი მილიარდი ნამდვილად არ სჭირდება პარკაიების ოჯახს, რომელიც 12 წელია ჯიხურში ცხოვრობს -"განაცხადა ქდმ-ს ლიდერმა და დასძინა, რომ ეს ოჯახი უკვე წლებია სახელმწიფოსგან აბსოლუტურად უყურადღებოდაა დატოვებული.

















