საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ქრისტიან–დემოკრატი“ გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებისადმი ნდობის ასამაღლებლად გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა საარჩევნო გარემო სერიოზულ მიშაობას და ჩართულობას მოითხოვს.
როგორც თარგამაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ნებისმიერი კრიტიკული შეფასებისას ობიექტურობა შენარჩუნებული უნდა იქნეს.
„თუ ჩვენთის მნიშვნელოვანია პოზა, რომ ყველაფერი ვაკრიტიკოთ, მაშინ ძალიან ადვილია დღევანდელ საარჩევნო სიტუაციას დავუძახოთ ძალიან ცუდი“ – განაცხადა თარგამაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით.
თარგამაძე მიიჩნევს, რომ მომავალ არჩევნებში ერთმნიშვნელოვნად იქნება უკეთესი საარჩევნო სიები.
„მთავრი პრობლემა, რაც განაპირობებდა ოპოზიციური ამომრჩევლის უნდობლობას საარჩევნო პროცესისდმი საარჩევნო სიების გაუმართაობა იყო. ეს საკითხი გამოსწორების გზაზეა“ – განაცხადა დეპუტატმა.
თარგამაძე წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს მედიამონიტორინგის არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაწყებას, რომლის მონაცემებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები გამოიყენებენ ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გაშუქების მხრივ რეალური ბალანსი შეიქმნას.
თარგამაძემ პოზიტიტიურ ნაბიჯად ასევე დაასახელა უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის მუშაობა.
ამასთანავე, ის მიიჩნევს, რომ არჩევნები აუქციონს არ უნდა დაემსგავსოს.
„ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია და კრიტიკულად ვუყურებთ სიტუაციას, როდესაც იქმნება წინაპირობა არჩევნებში ერთმანეთს დაეჯახოს ერთი მხრივ, მკვეთრად მონოპოლიზებული ძალაუფლება და კონტროლს მიღმა დარჩენილი საბიუჯეტო და ადმინისტრაციული რესურსები და მეორე მხრივ, დიდი ფინანსური რესუსრები“ – აღნიშნა თარგამაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალდური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო, გასულ თვეებთან შედარებით, დამძიმებულია.

















