საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის
საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს; კერძოდ, სგპ „წითელ ხიდზე“ აღმოჩენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,877.40 ლარი შეადგინა, ხოლო სგპ „ყაზბეგში“ აღმოჩენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ - 27,365 ლარი.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

















