საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ის 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს ოფიაციალურ დასკვნას ელოდება.
ამის შესახებ ჰერმანმა წლევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მეორე ტურიც გუშინ გაიმართა.
„ისევე როგორც თქვენ, მეც ეუთო-ს შეფასებას ველი. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფი ამ არჩევნებს აქტიურად აკვირდებოდა და ჩვენ ყველანი ერთად დაველოდებით ეუთო-ს დასკვნას“ - განაცხადა ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. პირველი ტური 8 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო რამდენიმე ოლქში განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო, რომელიც 22 ოქტომბერს ჩატარდა. გუშინ კი არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

















