პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მის მიერ
„რესპუბლიკლური პარტიის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
„ინფორმაცია, რომელიც ორშაბათს უნდა გამხდარიყო ცნობილი, დღეს გავრცელდა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, ვწუხვარ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები ამ ამბავს მედიით შეიტყობენ.
მე ვადასტურებ, რომ მივიღე ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ. ვაგრძელებ აქტიურ პოოლიტიკურ მოღვაწეობას ოპოზიცურ ველზე, ამგრამ ეს იქნება სხვა ტიპის საქმიანობა და არა „რესპუბლიკელებთან“ ერთად საქმიანობა,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა

















