დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე მისი უწყების გაუქმების
საკითხი არ განიხილება, რადგან ოკუპაციის პირობებში ამ სამინისტროს არსებობა აუცილებელია.
ამის შესახებ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ეს არ განიხილება. საერთოდ კი, იდეაში, მე ვიქნები ბედნიერი, თუ ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტრო გაუქმდება, იმიტომ რომ ყველა დევნილი დაბრუნდება სახლში. რაც შეხება ლტოლვილებს, რომლებიც უცხოეთიდან შემოდიან, მათთვის დაგვჭირდება მხოლოდ მცირე სააგენტო, რომელიც მათ მოემსახურება. მაგრამ, სანამ ვართ ოკუპაციის პირობებში და სანამ უამრავი დევნილი გვყავს განსასახლებელი, სამწუხაროდ, ამ სტრუქტურის აუცილებლობა არსებობს“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

















