კოალიცია “ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ხელისუფლებამ მისი
კერძო ვერტმფრენის, როგორც სატრანსპორტო საშუალების გამოყენების მხრივ, პრობლემები შეუქმნა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაადასტურა.
„ვადასტურებ, რომ საფრენი საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს. სხვა დეტალზე მიმართეთ გიორგი კარბელაშვილს“-განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, ის შეგნებულად არიდებს თავს დეტალებზე საუბარს და მიაჩნია, რომ განმარტება და დასაბუთება ამ გადაწყვეტილებაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი კარბელაშვილმა უნდა გაახმაუროს.
ქუცნაშვილის თქმით, სწორედ ამის გამო, ივანიშვილი თავის კუთვნილ ვერტმფრენს რეგიონებში გადაადგილებისთვის ბოლო რამდენიმე თვეა ვეღარ იყენებს.

















