საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს უკრაინაში ვიზიტს იწყებს.
მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის
ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრებია დაგეგმილია. ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და თავის უკრაინელ კოლეგას შეხვდება.
„ტრადიციულად, უკრაინასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა, სურვილი გვაქვს, პოლიტიკური ურთიერთობების მიღმა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს“ - განაცხადა კალანდაძემ და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის საწინდარი გახდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში 16 ივნისს დასრულდება.

















