ექსპერტი მიხეილ თავხელიძე მიიჩნევს, რომ კიბერუსფართხოებასთან დაკავშირებით ახალი კანონის შემუშავება საჭირო არ არის.
ამის შესახებ მიხეილ თავხელიძემ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტს განიხილავდნენ.
"ეს პრობლემები ისედაც მოგვარებადია და ახალ რეგულაციებს არ საჭიროებს" - განაცხადა თავხელიძემ. მან მაგალითად კომერციული ბანკი მოიყვანა რომელიც ინფორმაციის უსაფრთხოებას ისედაც იცავს.
"ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი საჯარო და კერძო იურიდიულ პირებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს.

















