საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს ემონ გილმორს შორის დღეს, ბათუმში სამუშაო ლანჩი გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, სააკაშვილმა და გილმორმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება და კონფლიქტურ ზონებში არსებული სიტუაცია განიხილეს.
ემონ გილმორმა, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, საქართველოში ორგანიზაციის მისიის მუშაობის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა.

















