საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს
ჯუდით გოფს შეხვდა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

















