შესაძლოა პარტიამ „ახალი საქართველო“ პაატა ბურჭულაძის ბლოკი „სახელმწიფო
ხალხისათვის“ დატოვოს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ის პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს.
„ცოტა ხანში მექნება შეხვედრა პაატა ბურჭულაძესთან, სადაც ყველა ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ჩემთვის ბევრი რამ მოულოდნელი იყო. ამის შემდეგ იქნება განხილვა გუნდში და გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა გაცნობებთ. ეს გაერთიანება არის რეალური ალტერნატივა ქვეყანაში იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მოვისმინო არგუმენტები“-განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ „გირჩი“ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ბურჭულაძე მას თანხების მოტანას სთხოვდა. რაც შეეხება ბურჭულაძეს, მისი თქმით, „გირჩი“ ივანიშვილისგან ფინანსდება, რისი წინააღმდეგიცაა.

















