logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ჯაბა სამუშია მერიას სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობის შეწყვეტის საკითხით დაინტერესებას ურჩევს
ჯაბა სამუშია მერიას სამარშრუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობის შეწყვეტის საკითხით დაინტერესებას ურჩევს
14:02 12.06.2012
„ქრისტიან დემოკრატიული“ მოძრაობის წევრი და საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია თბილისის მერს სამარშრუტო ტაქსებში რადიო  მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ნიუსპრესს“ სამუშიამ განუცხადა, “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ სამარშუტო ტაქსებში რადიოდმაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შიდა ძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გასულ კვირას ხელმძღვანელობამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ღამით სადგომებზე დაიბარა და სამარშრუტო ტაქსების კარის ღამე ღია დატოვება მოსთხოვა.
მისივე თქმით, მძღოლების ნაწილს სთხოვეს სამარშრუტო ტაქსის გასაღები გარკვეულ ადგილას შეენახა. როგორც სამუშიამ განმარტა, მეორე დილით მისულ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსებში რადიოს სიგნალი გათიშული დახვდათ.
მისივე თქმით, სამარშრუტო ტაქსებში ღამით ტექნიკოსებმა იმუშავეს და რადიო მიმღები გათიშეს.
“მძღოლების ნაწილმა ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და მათ ჯარიმითა და სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ. მერია ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს“-განაცხადა სამუშიამ და აღნიშნა, რომ მიზეზი რაც შპს „თბილისის მიკროავტობუსმა“ რადიომაუწყებლობის გათიშვასთან დაკავშირებით დაასახელა, აბსურდულია.
მისივე თქმით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“, საკუთარ პრობლემებს უნდა მიხედოს და პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს, რადგან მან არ შეასრულა დაპირება, დაარღვია ტენდერის პირობები, რის გამოც აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება უნდა გაუუქმდეს.
“მოვუწოდებთ “თბილისის მიკროავტუბუსს“ პოლიტიკაში ნუ ჩაერევა, რადგან რასაც იგი აკეთებს ეს არის ბინძური ხერხები, პოლიტიკური ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანის შეზღუდვა“ - განაცხადა სამუშიამ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამ საკითხზე ფრაქციამ მერიაში წერილობითი განცხადება შეიტანოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა