საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.
ამასთან, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პერსპექტივებზე გამახვილდა ყურადღება.

















