ჩრდილოატლანტიკურ ალიანში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან საუბრისას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ პარტიის უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.
როგორც კუკავამ შეხვედრის შემდეგ ჯურნალისტებს განუცხადა, ალიანსში ინტეგრაციას პარტია მხარს არ უჭერს, რადგან ეს პროცესი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიერაა დისკრედიტებული.
„ბოლო წლებში ნატო-ში ინტეგრაციის საფარქვეშ, საქართველოში ავტორიტარიზმი შენდება“- განაცხადა მან.
როგორც კუკავამ აღნიშნა, მან შეხვედრაზე ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელს პარტიის სახელით სთხოვა, რომ თუ ალიანსი დემოკრატიული პრინციპების ერთგულია, საქართველოს საარჩევნო კოდექსთან და პოლიტიკური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

















