ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი მიიჩნევს, რომ ყველა ახალგაზრდა დემოკრატიას, მათ შორის საქართველოს, მოკავშირეები
სჭირდება და ქვეყანა ამ კუთხით სწორ გზაზე დგას.
როგორც ელჩმა დღეს ნატო-ს კვირეულის ფარგლებში განაცხადა, ნატოში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის საერთაშორისო მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ელჩის თქმით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მუშაობს ნატო-ს ფარგლებში მეგობრების წრის გაფართოებაზე.
მისივე თქმით, ნატო სწორ გზაზეა, რადგან ახალი წევრები შეძენისკენ ისწრაფვის.

















