კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე მხარდამჭერებისთვის ბენზინის ტალონების დარიგების ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ
მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ბენზინის ტალონების შეთავაზება ეს უკვე დახმარების აღმოჩენაა და როგორ ისჯება ეს ქალბატონი მოგელაძის მხრიდან კარგად ვიცით, ამიტომ ჩვენ არავისთვის ბენზინის ტალონები არ დაგვირიგებია“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ხალხი ქუთაისში გუშინ გამართულ აქციაში მონაწილეობისთვის საკუთარი მანქანებით ჩადიოდა და მათთვის ეს არავის დაუვალებია.
„აქციაზე ხელოვნურად ხალხის მოყვანა უკადრისი რამაა. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ამას ხელისუფლება ნებისმიერი ახალი ობიექტის გახსნისას კადრულობს, ხურავენ სკოლებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს იმისთვის, რომ ხალხის სიმრავლე შექმნან“ - განაცახდა ფანჯიკიძემ.

















