logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
,,ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ოზურგეთში 17 ივნისს გაიმართება
,,ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ოზურგეთში 17 ივნისს გაიმართება
12:06 11.06.2012
პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ოზურგეთში 17 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ  განაცხადა.
მან ქუთაისში გუშინ გამართული აქცია დადებითად შეაფასა და იმერეთის რეგიონის მაცხოვრებლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, გუშინდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ღონისძიება იყო , რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, იმერეთის მოსახლეობამ თავისი განწყობა გამოხატა და ამით, კოალიციას კიდევ ერთხელ განუმტკიცა რწმენა, რომ ოქტომბრის არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, აქციის ჩატარება გუშინ დაგეგმილი სცენარით ვერ მოხერხდა.
,,გვინდოდა მომღერლებს რამდენიმე ნომერი შეესრულებინა, აქცია სიმღერით უნდა დაესრულებინა ბერა ივანიშვილს, მაგრამ ქუთაისში, პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე ჩამონგრების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო გეგმები შევცვალეთ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა ის რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც კოალიციისთვის პრიორიტეტული იქნება - ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლება.
მან აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და ბალახვანის ასსაფეხურიანი კიბეები იმის საშუალებას იძლეოდა, რომ აქცია ლამაზად გაფორმებულიყო. მისი თქმით, აქცია კარგად ორგანიზებული იყო და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს და მედია საშუალებების წარმომადგენლებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ხალხმრავლობის და სივიწროვის გამო, ბევრ მათგანს არ მიეცა საშუალება საქმიანობა შეუფერხებლად განეხორციელებინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა