პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა მიიჩნევს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ დაშლა ხელისუფლებისა და ოპოზიციის
ცრუ ნაწილის გაძლიერებას გამოიწვევს.
მისი განცხადებით, გადაწყვეტილება, შალვა ნათელაშვილის პოლიტიკიდან წასვლასა და „ლეიბორისტული პარტიის“ შესაძლო დაშლაზე, პოლიტიკურად მცდარია.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარტია არსებობის 17 წლიან პერიოდს ითვლის და მას დღემდე ოპოზიციურ ფლანგზე საკმაოდ სერიოზული ადგილი ეკავა. მეტიც, ქართველი „ლეიბორისტები“ წლების მანძილზე ასიათასობით ელექტორატს ინარჩუნებენ და მიუხედავად საქართველოში ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე არჩევნების ქრონიკულად გაყალბებისა, საარჩევნო ბარიერს რეალურად ყოველთვის აბიჯებდნენ“- განაცხდა გულუამ და აღნიშნა, რომ მან დღეს პირველად, პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს პირადად დაურეკა და სთხოვა პარტიის დაშლის შესახებ გადაწყვეტილების არ მიეღო.
მინდია გულუას განცხადებით, არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, „ლეიბორისტების“ პოლიტიკური ავანსცენიდან წასვლა კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციურ მუხტს და ხელ-ფეხსგაუხსნის ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისთვის დემოკრატიული მმართველის იმიჯის შეფუთვითაა დაინტერესებული.

















