საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დღეს ქუთაისში
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ აქციაზე „საიას“ არანაირი დარღვევა არ დაუფიქსირებია.
როგორც ჩუგოშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, აქცია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და არც სახელმწიფოს და არც აქციის მონაწილეების მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ბალახვანის მოედანზე მიმდინარე აქციას მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

















